1992 წლის დეკემბერში საქართველოში უნივერსიტეტებს მიენიჭათ სრული ავტონომია. ყველა უნივერსიტეტს შეეძლო სააზროვნო სივრცის გახსნა. მათ შეეძლოთ გამოეკვეთათ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები და განხდარიყვნენ კორპორაცია, რომელსაც საერთო ღირებულებების საფუძველზე პროფესორები და სტუდენტები ერთად მართავდნენ. სამწუხაროდ ასეთი მეტამორფოზა ჩვენს უნივერსტეტებში არ მომხდარა. სტუდენტური თვითმმართველობა, რომელსაც უნდა წამოეყენებინა კონკრეტული წინადადებები სწავლა განათლებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხების შესახებ, ფაქტიურად არ შედგა. გარკვეული მიზეზების გამო პროფესორ მასწავლებლებისათვის გაცილებით მნიშვნელოვანი გახდა უნივერსიტეტში საკუთარი ადგილის შენარჩუნება ვიდრე აკადემიური აქტივობები. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ უნივერსტეტმა როგორც საჯარო სივრცემ დაკარგა მიზანი და მას დაერღვა ღირებულებები.
ინტერესდებოდა თუ არა ადამიანის ბედით საბჭოთა კავშირი ოცდაათიან წლებში? ერთხელ სამეულმა ერთ დღეში დაახლოებით სამასი ადამიანი გაასამართლა. თუ დავუშვებთ, რომ ერთი ადამიანის საქმის განხილვას უთმობდნენ ხუთ წუთს, მაშინ სამასი ადამიანის საქმის განხილვას დასჭირდებოდა ოცდაოთხი საათზე მეტი, რაც თავისთავად იმის მანიშნებელია, რომ უმეტეს შემთხვევაში მსჯავრდებულების ბედი წყდებოდა ავტომატურ რეჟიმში.
განსასჯელი განაჩენს იგებდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ღამე მასთან მივიდოდა მანქანა და წაიყვანდნენ. თუ მანქანა მიდიოდა ნავთლუღის რკინიგზის სადგურამდე, ესეიგი მას გადასახლება ელოდა, ხოლო თუ მანქანა გადაუხვევდა რუსთავის გზისკენ ესეიგი განსასჯელი სოღანლუღისკენ მიყავდათ, სადაც მას დახვრეტა ელოდა.
- შევარდნაძის ეპოქაში იყო მერაბ მამარდაშვილზე საუბარი, ვთქვათ, მისი “მოშინაურების” მცდელობა, თუნდაც მაშინ, როცა ერნსტ ნეიზვესტნის ცნობილი ძეგლი დადგეს. დღეს მამარდაშვილზე ნაკლებად საუბრობენ, როგორ ფიქრობთ, რატომ? მამარდაშვილი აქცენტს პიროვნების პასუხისმგებლობაზე, ისტორიის გააზრებასა და შეფასებაზე, ამავე ისტორიაში “ჩართულობაზე” აკეთებდა, რამდენადაა ჩვენი საზოგადოება დღეს “ჩართული” ისტორიაში?
- სწორედ მამარდაშვილი ამბობდა, თუ დასკვნები და გამოცდილება არ გამოვიტანეთ, შემდეგი წელი 1987 კი არ იქნება, არამედ – 1937 წელიო. საუბარი იმაზე კი არ არის, 30 მილიონი კაცი დახვრიტეს, თუ 3 კაცი მოკლეს. ლაპარაკია გარკვეულ სიტუაციაზე, სადაც არის “შეთქმულების თეორია”, სწორედ იქაა 37 წელი. ეს კონსპიროლოგიური მომენტი ნებისმიერ ელიტას ახასიათებს, უფორმო მასისგან რაღაცას გაკეთებას რომ ცდილობს…
ჩე გევარას და რევოლუციების აპოლოგეტად შეიძლება ვერ გამოვდგე, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით სათქმელი ყოველთვის უნდა ითქვას! ერნესტო გევარა დე ლა სერნა 14.05.1928 – 09.10.1967, უმეტესობა მას იცნობს როგორც ჩე გევარას,
ან უბრალოდ როგორც ჩეს. იყო არგენტინელი მარქსისტი რევოლუციონერი. მისი სახელი და სახე მისი სიკვდილის შემდეგ იქცა მემარცხენე და ახალგაზრდული ორგანიზაციების კონტრკულტურულ სიმბოლოდ მთელი მსოფლიოს გარშემო.
მოდით, განდიდების ნაციონალური მანია ნუ გვექნება და ერთხმად ვაღიაროთ, რომ ქართული ოჯახი თავისი სტრუქტურითა და ტრადიციებით ნაკლებად განსხვავდებოდა მსოფლიოს უმეტეს ნაწილში გაბატონებული ოჯა
ხის ცნებისგან. დიახ, ეს ზუსტადაც ასეა. აი, შვედური ოჯახი კი სულ სხვა თემაა. მაშ რა შეიცვალა ჩვენში და როდის (და რატომაა საერთოდ ატეხილი ასეთი "ხეპიში")? მარტივი შეკითხვაა, არა? ისევ და ისევ ყველაფერში დამნაშავე სსრკ-ა!